Saturday, March 22, 2014

დავამთავრეთ  ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგი. უამრავ ტრენინგს შორის ყველაზე  ღირებული, რადგან გავერკვიე იმ ,რომელიც ჩემთვის ბუნდოვანი იყო. უღრმესი მადლობა ქალბატონო შორენა.

Sunday, March 16, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ შევისწავლეთ ბლოგზე გვერდის დამატება,რომელიც ძალიან გამომადგება ბლოგის შექმნის დროს. ასევე სურათის დადება ბლოგზე.კითხვარის შევსება და გამოქვეყნება. ვემზადებით პრეზენტაციისათვის .





ასე შინაარსიანად გავიარეთ რთული, მაგრამ  საინტერესო გზა.

Saturday, March 15, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეც ძალიან შინაარსიანი იყო.განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომელიც გამოვიყენეთ საჭიროებისამებრ.დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა ,ამიტომ ქალბატონ შორენას მრავალჯერ დაჭირდა ჩემთვის ერთი და იგივე საკითხის გამეორება.დიდი მადლობა მას .

Sunday, March 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.  ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრების შეფასების რუბრიკების შედგენა, ასევე შევადგინეთ პროექტის შეფასების რუბრიკა..გავაკეთეთ სლაიდები.და გეგმაში შევიტანეთ მიზნები, შინაარსი.გმადლობთ, ქალბატონო შორენა რომ  ასე ენერგიული ქალბატონი ბრძანდებით.

Saturday, March 8, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია


დღევანდელი დღეც,  როგორც ყოველთვის დატვირთული და სასიამოვნო იყო. გავეცანით საავტორო უფლებებს, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. 

Sunday, March 2, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია.


შევისწავლეთ შეფასებების ცხრილის  შედგენა.გავაკეთეთ  სლაიდები.ერთი სიტყვით ძალიან დავიღალე.



პორთველიოს პრეზენტაცია

Saturday, March 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც, როგორც წინა დღეები შინაარსიანი იყო.შევისწავლეთ როგორ  გავარჩიოთ ერთმანეთისაგან თემატური ,ზოგადი და შინაარსობრივი სიტყვები. გავარჩიეთ სტანდარტი და პროექტის მიზანი.


ჩემი ბუკლეტი

შეკითხვები:

ზოგადი კითხვა
რატომ უნდა დავიცვათ ქართული ენა?
თემატური კითხვები
რა უნდა გავაკეთოთ ენობრივი ნორმების დარღვევის თავიდან ასაცილებლად?
შინაარსობრივი კითხვები
როგორ წარმოუჩენთ ადამიანებს რას ნიშნავს მათთვის ქართული ენა?